სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბაგრების საჯარო სკოლის მოკლე ისტორია      
         
       სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბაგრების საჯარო სკოლა სოფელ თაბაგრების ცენტრში მდებარეობს. სკოლა აშენებულია 1973 წელს და გათვლილია 240 მოსწავლეზე, შენობა ორსართულიანია, ფართო და ნათელი ოთახებით. სოფელ თაბაგრებში 1932 წელს მოსწავლეთა სწავლა - აღზრდისათვის საფუძველი ჩაეყარა 4 წლიან სკოლას, რომელიც 1938-1939 წლებში გადაკეთდა არასრულ, ანუ 7 წლიან სკოლად. 1946 წლიდან სკოლა უკვე 8 წლიანია, მაგრამ სკოლის მატერიალური ბაზა ვერ აკმაყოფილებდა იმდროინდელ მოთხოვნებს და სკოლის მაშინდელი ხელმძღვანელის ბატონ სიმონ თაბაგარის აქტიურობით და სასოფლო საბჭოს ძალის- ხმევით დღევანდელ ტერიტორიაზე აშენდა ორსართულიანი სკოლა. 1998 წლამდე სკოლა საბაზო საფეხურით ამთავრებდა სწავლას. მომდევნო წლებში კი სოფლების საჭიროებებიდან გამომდინარე და მაღალმთიანი ზონისათვის დამახასიათებელი გეოგრაფიული მდებარეობისა და მკაცრი კლიმატის გამო ,სკოლა დღემდე სამივე საფეხურზე აგრძელებს სწავლა – განათლებას. დღეისათვის სკოლაში სწავლობს სამოცი მოსწავლე. ჩვენი სკოლის მისიაა გავაუმჯობესოთ სკოლის მიღწევები, სკოლა გავხადოთ ხარისხიანი.    
  სკოლის სასწავლო გეგმა პირდაპირ კავშირშია სკოლის სტრატეგულ გეგმასთან და მისიისაგან. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებით, რაც აისახება მოსწავლეთა მიღწევებზე. ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ რაიონულ და რესპუბლიკურ ოლიმპიადებში, სხვადასხვა სახის ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო პროექტებში. მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებით კომფერენციებში გვყავს დიპლომებისა და სერთიფიკატების მფლობელი მოსწავლეები, ოქროს მედლის კანდიდატი, ასევე ,,ფლეკსის “პროგრამის ფინალისტი XI კლასის მოსწავლე. სკოლის მიღწევებზე მეტყველებს ყოველი სასწავლო წლის კურსდამთაბრებულთა რაოდენობა, რომლებიც როგორც გამოსაშვებ, ასევე ეროვნულ გამოცდებს წარმატებით აბარებენ და ხდებიან 50%, 70% და 100%-იან გრანტის მფლობელები. სკოლის ფინანსური რესურსები საშუალებას გვაძლევს იმფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს მოწესრიგებაში, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაში.