სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბაგრების საჯარო სკოლის მოკლე ისტორია
             
         სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბაგრების საჯარო სკოლა სოფელ თაბაგრების ცენტრში მდებარეობს. სკოლა აშენებულია 1973 წელს და გათვლილია 240 მოსწავლეზე, შენობა ორსართულიანია, ფართო და ნათელი ოთახებით. სოფელ თაბაგრებში 1932 წელს მოსწავლეთა სწავლა - აღზრდისათვის საფუძველი ჩაეყარა 4 წლიან სკოლას, რომელიც 1938-1939 წლებში გადაკეთდა არასრულ, ანუ 7 წლიან სკოლად. 1946 წლიდან სკოლა უკვე 8 წლიანია, მაგრამ სკოლის მატერიალური ბაზა ვერ აკმაყოფილებდა იმდროინდელ მოთხოვნებს და სკოლის მაშინდელი ხელმძღვანელის ბატონ სიმონ თაბაგარის აქტიურობით და სასოფლო საბჭოს ძალის- ხმევით დღევანდელ ტერიტორიაზე აშენდა ორსართულიანი სკოლა. 1998 წლამდე სკოლა საბაზო საფეხურით ამთავრებდა სწავლას. მომდევნო წლებში კი სოფლების საჭიროებებიდან გამომდინარე და მაღალმთიანი ზონისათვის დამახასიათებელი გეოგრაფიული მდებარეობისა და მკაცრი კლიმატის გამო ,სკოლა დღემდე სამივე საფეხურზე აგრძელებს სწავლა – განათლებას. დღეისათვის სკოლაში სწავლობს სამოცი მოსწავლე. ჩვენი სკოლის მისიაა გავაუმჯობესოთ სკოლის მიღწევები, სკოლა გავხადოთ ხარისხიანი.
     სკოლის სასწავლო გეგმა პირდაპირ კავშირშია სკოლის სტრატეგულ გეგმასთან და მისიისაგან. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებით, რაც აისახება მოსწავლეთა მიღწევებზე. ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ რაიონულ და რესპუბლიკურ ოლიმპიადებში, სხვადასხვა სახის ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო პროექტებში. მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებით კომფერენციებში გვყავს დიპლომებისა და სერთიფიკატების მფლობელი მოსწავლეები, ოქროს მედლის კანდიდატი, ასევე ,,ფლეკსის “პროგრამის ფინალისტი XI კლასის მოსწავლე. სკოლის მიღწევებზე მეტყველებს ყოველი სასწავლო წლის კურსდამთაბრებულთა რაოდენობა, რომლებიც როგორც გამოსაშვებ, ასევე ეროვნულ გამოცდებს წარმატებით აბარებენ და ხდებიან 50%, 70% და 100%-იან გრანტის მფლობელები. სკოლის ფინანსური რესურსები საშუალებას გვაძლევს იმფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს მოწესრიგებაში, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაში.
     
 
 
 
 
 
             
             
             
 
სიახლეები 


ქართული ენისა და ლიტერატურის წრის შემაჯამებელი შეხვედრა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბაგრების საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის წრის ,,ქართული ქართველთ რწმენაა“ შემაჯამებელი შეხვედრა შედგა, წრის წევრებმა შეაჯამეს სემესტრის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები და შეხვედრები, თავინთი ემოციები ფურცელზე გადაიტანეს და წრის სახელწოდებით ბანერიც დაამზადეს, მოსწავლეებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზეც, მათთვის ცოდნის გასაძლერებლად და მოტივაციის ასამაღლებლად სასურველია სკოლაში ამგვარი წრეების არსებობა. 2017-18 სასწავლო წელი



6/9/2018



ქართული ენისა და ლიტ-რის წრის წევრებმა ჭიათურის მოსახლეობას ენის დღე მიულოცეს

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბაგრაბის სკოლაში ფუნქციონირებს ქართული ენისა და ლიტერატურის წრე ,,ქართულ ქართველთ რწმენაა“ წრის წევრმა მოსწავლეებმა დედაენის დღის აღსანიშნავად დაბეჭდეს ბროშურები და ჭიათურის ქუჩებში დაარიგეს, თითოეული მოსწავლე ხალისით აჩერებდაგამვლელებს, ულოცავდა სახელმწიფო ენის დღეს და სამახსოვრო ბუკლეტს გადასცემდა. საოცარი სიამაყე და სითბო იღვრებოდა მოსწავლეების თვალებიდან, მოქალაქეები კი უდიდესი სიხარულითა და ღიმილიანი გამომეტყველებით ეგებებოდნენ აღნიშნულ აქციას. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თამარ კვანტიძე 2018 წლის 14 აპრილი



4/16/2018



ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მეცადინეობები

სსიპ ჭიაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბაგრების საჯარო სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს ქართული ენისა და ლიტერატურის წრის სამუშაო შეხვედრები,მოსწავლეები ყოველ შეხვედრაზე ახალ ინფორმაციას ისმენენ და ივითარებენ ტექსტზე მუშაობის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. მოსწავლეები მუშაობენ როგორც დამოუკიდებლად, ისე ჯგუფურად. თანამედოვე ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებული აქტივობები წრის მუშაობას კიდევ უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის.



3/23/2018



ქართული ენისა და ლიტერატურის საწრეო მუშაობა

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბაგრების საჯარო სკოლაში 2017-18 სასწავლო წლის მე-2 სემესტრიდან ფუნქციონირება დაიწყო ქართული ენისა და ლიტერატურის წრე, სახელწოდებით: ,,ქართული ქართველთ რწმენაა“ , წრის მუშაობის მიზანია მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ ფუნქციურად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტების გააზრების უნარ-ჩვევები, (წაკითხულის გააზრება) შეძლებენ საკუთარი აზრის წერილობით ჩამოყალიბებას,(ესეს სახეობები), იმსჯელებენ გრამატიკის საკვანძო საკითხების შესახებ. წრეში გაწევრიანდა საბაზო-საშუალო საფეხურის 13 მოსწავლე. შეხვედრა გაიმართება ყოველ ხუთშაბათს, მეცადინეობის ხანგრძლივობა 1 საათი. წრის ხელმძღვანელი - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ კვანტიძე



1/31/2018



მშობლებთან სამუშაო შეხვედრის შესახებ

2017 წლის 21 თებერვალს სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბაგრების საჯარო სკოლაში მშობელთა პედაგოგიზაციისა და ჩართულობის მიზნით მოეწყო მშობლებთან შეხვედარა. შეხვედრის დასაწყისში სკოლის დირექტორმა ეთერ გურულმა მადლობა გადაუხადა მშობლებს და ისაუბრა იმ გამოწვევების შესახებ რის წინაშეც სკოლები დგანან და რა მისიაც ეკისრებათ მოსწავლეთა სწავლა-აღრზდის საქმეში, რომ სკოლის წარმატება ბევრად არის დამოკიდებული მშობელთა აქტიურ ჩართულობაზე და თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე. სკოლამ მშობელი - როგორც ადამინური რესურსი უნდა გააძლიეროს სხვადასხვა აქტივოებში მონაწილეობით. შესავალი საუბრის შემდეგ დირექტორის მიერ მოეწყო პრეზენტაცია თემაზე "მშობელთა ჩართულობა და სტრატეგიები მშობელთა ჩართულობაზე". პრეზენტაციაში მკაფიოდ მშობლებისათვის გასაგები ენით ჩამოყალიბდა მშობლების როლი სასკოლო ცხოვრებაში, თუ რა სარგებელი მოაქვს მოსწავლის მასწავლებლის და სკოლისათვის ჩართულობას და გააცნო მშობლებს სტრატეგიები და აქტივობები რითაც სკოლა აპირებს მშობლებთან ურთიერთობის გაღრმავებას. შემდეგი პრეზენტაცია გამართა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თამარ კვანტიძემ, რომლის მიზანი იყო მშობლის და სკოლის როლი მოსწავლეთა აღზრდაში. სხვადასხვა აქტივობებასა და ჯგუფური სამუშაოებში მშობლები აქტიურად ჩაერთვნენ. მასწავლებელმა მშობლებს გააცნო შემდგომ ეტაპზე განსახორციელებელი აქტივობები და მშობლების მხრიდან ყურადღება გამახვილდა ფსიქოლოგთან შეხვედრაზე შეხვედრის დასასრულს მშობლებმა მოლოდინის ვარსკვლავზე თავიანთი სურვილები დატოვეს, მათ დაურიგდათ სამახსოვრო ბულკლეტები .



2/22/2017



ანგარიში





12/10/2015



დედაენის დღე

2015 წლის 16 აპრილს სსიპ სოფელ თაბაგრების საჯარო სკოლაში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა. ღონისძიება დატვირთული იყო მხატვრული ლექსებით და გამოთქმებით, ასევე ღონისძიება მიეძღვნა 9 აპრილს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.



4/20/2015



2015 წლის შესყიდვები გეგმა





2/10/2015



გილოცავთ ახალ 2015 წელს!

გილოცავთ ახალ 2015 წელს! დაე ეს წელი ყოფილიყოს საქართველოს გამთლიანებისა და გაძლიერების წელიწადი და ყველა ქართველის სამშობლოში დაბრუნების დაწყების წელიწადი! ასევე ყველა იმ საახალწლოს სურვილის ასრულება გვქონოდეს,რომელიც ჩავიფიქრეთ!!! ახალ წელს ვულოცავთ სსიპ სოფელ თაბაგრების საჯარო სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდობას,სკოლის პედაგოგებს, ადმინისტრაცია-ტექ-პერსონალს! ვუსურვებ მათ თავიანთ შრომით საქმიანობაში წინსვლასა და წარმატებებს.ღმერთი იყოს თქვენი ოჯახების მფარველი. მრავალ ახალ წელს , მრავალჟამიერ..



12/26/2014